საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ შენგელი ფიცხელაური დაინიშნა. დანიშვნამდე შენგელი ფიცხელაური შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი იყო, წლების განმავლობაში კი ძალოვან უწყებებში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.
შენგელი ალექსის ძე ფიცხელაური
დაბადების თარიღი: 1946 წლის 24 აგვისტო
განათლება: 1965-1970 წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკური ფაკულტეტი, ვაჭრობის ეკონომიკა; 1973-1978 წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება: 29.03.1976 - 22.03.1977 წწ. - ქ. თბილისის შს სამმართველოს ინსპექტორი;
22.03.1977 - 12.07.1980 წწ. - ქ. თბილისის შს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;
12.07.1980 - 21.10.1983 წწ. - ქ. თბილისის კრწანისის რაიონის შს განყოფილების საგამოძიებო ქვეგანყოფილების უფროსი;
21.10.1983 - 16.05.1985 წწ. - ახმეტის რაიონის შს განყოფილების უფროსი;
16.05.1985 - 22.02.1991 წწ. - ქ. თბილისის შს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი;
22.02.1991 - 1997 წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე;
05.11.1997 - 15.04.2002 წწ. - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი;
15.04.2002 - 05.07.2004 წწ. - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციის კონსულტანტთა ჯგუფის კონსულტანტი (დეპარტამენტის უფროსი);
22.01.2019 - დღემდე - შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი.
ჯილდოები: - მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“ - 1999 წლის 27 მაისი, „ღირსების ორდენი“ – 2002 წელი.
წოდება: გენერალ-მაიორი
2003-2005 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, სამართლის დოქტორი - პროფესორი;
2005 – 2009 წწ. - სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში პროფესორი;
2009 - დღემდე - გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი;
1993 – 2016 წწ. - საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი;
2016 - დღემდე - საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ანტიდოპინგური საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე.
საერთაშორისო სპორტის ოსტატი და სამგზის ევროპის ჩემპიონი ჭიდაობა ძიუდოში.
ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური.
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.