სამართალი
„მაღაზიის ადმინისტრაცია პოლიციას დაუკავშირდა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ შარიფოვი ქალაქში იმყოფებოდა საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, რომელშიც შედიოდა სახელმწიფოს მეთაურიც, – განუცხადა წყარომ პოლიციიდან „ნიუ იორკ პოსტს“. – ასე რომ, იმის მიუხედავად, რომ შარიფოვი ტექნიკურად არ არის დიპლომატი, მას აღმოაჩნდა სრული დიპლომატიური იმუნიტეტი“.
აშშ–ს პოლიციამ აღარ დააპატიმრა შარიფოვი. გამოცემის ცნობით, ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს განცხადებით, შარიფოვი საქართველოს მოქალაქეა და საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ არც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, არც საგარეო საქმეთა სამინისტროში.