საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. "პანკისში სამი ჰესი უნდა აშენებულიყო თითო 5-გიგავატიანი, რაც უდრის სახლში "დვიჟოკები" რომ გვაქვს, აი, დაახლოებით, ორს!" - გრიგოლიასთან უგულავამ "იგულავა"... გამოდის, რომ თბილისის მერად გვყავდა კრეტინი, რომელმაც არ იცის, რომ: 5 გიგავატი უდრის 5 მილიონ კილოვატს, ანუ სახლის 2-კილოვატიან 2 მილიონ 500 ათას ცალ "დვიჟოკს"! მაგალითისთვის, ჩერნობილის ატომური სადგურის სიმძლავრე "სულ რაღაც" 4 გიგავატი იყო, ანუ ნაკლები, რაც პანკისში, უგულავას ტვინით... რა თქმა უნდა, არც ინგამ იცოდა, რომ პანკისში სინამდვილეში თითო ჰესის სიმძლავრე იქნება არა 5 გიგავატი, არამედ 5 მეგავატი, რაც 2 ათას 500 ცალ სახლის 2-კილოვატიან "დვიჟოკს" უდრის! ესეც ჩვენი "წამყვანი" ტელეწამყვანისა და პოლიტიკოსის "ზეზვა და მზიას" დონე...", - წერს თავის Facebook-გვერდზე "საქინფორმის" მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.