საზოგადოება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "საქართველოს უკვდავი პოლკის" მსვლელობის ორგანიზატორებს ოფიციალური გაფრთხილება გაუგზავნა

 საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "საქართველოს უკვდავი პოლკის" მსვლელობის ორგანიზატორებს კანონით აკრძალული საბჭოური სიმბოლიკის გამოყენებაზე ოფიციალური გაფრთხილება გაუგზავნა. როგორც სუს-ში აცხადებენ, მსგავსი გაფრთხილება "უკვდავი პოლკის" მსგავსად სხვა ორგანიზაციებსაც დაეგზავნათ.