საზოგადოება
საქართველოს გადარჩენა ჩემთვის პირველი რიგის საკითხია, აუცილებლად ჩავალ თბილისში! - სააკაშვილი

 საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას საქართველოში დიდი გეგმები აქვს. ამის შესახებ სააკაშვილმა პოლონურ ტელეარხ Белсат ТВ-ის პროგრამა „Прасвет“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გადასარჩენია და ემიგრანტებთან ერთად დაწყებული მოძრაობით ის აპირებს, რომ ქვეყანა განვითარების სწორ რელსებზე დააბრუნოს.

მე საქართველოში დიდი გეგმები მაქვს. საქართველო გადასარჩენია. მე ახლა ყველა ქართველი ემიგრანტის კონსოლიდირებას ვახდენ მთელ მსოფლიოში. წინ დიდი ყრილობა გვაქვს მიუნხენში და ჩვენ დავიწყებთ საქართველოს გადარჩენის პროცესს, საქართველოს ისევ განვითარების ლიანდაგებზე დავაყენებთ. მჯერა, რომ უკრაინა ჩვენი რეგიონის ზესახელმწიფო იქნება, მაგრამ იმავდროულად საქართველოც იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყანა უკრაინის ფონზე. საქართველო პატარაა და მისი სწორი განვითარების რელსებზე გადაყვანა ადვილია. საქართველო იქნება კავკასიის სინგაპური, დუბაი, ჰონკონგი - დემოკრატიული შეფერილობით. უკრაინას ჩემს სახლად ვთვლი, მაგრამ საქართველოს გადარჩენა ჩემთვის პირველი რიგის საკითხია. ეს არ ნიშნავს, რომ მე კიევში არ ჩავალ. მე აუცილებლად ჩავალ უკრაინაში, შემდეგ კი თბილისში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.