სამართალი
საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით ჩვენ მწუხარებით აღვნიშნეთ, რომ ყველა რეკომენდაცია, რაც ვენეციის კომისიის, ეუთო-ს და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ იყო გაცემული, კანონში სრულად ასახული არ იყო, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოა

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. აშშ მხარს უჭერს საქართველოს, რომელიც არის წარმატებული, უსაფრთხო და დემოკრატიული ქვეყანა, – ამის შესახებ აშშ-ის მხრიდან სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელმა, სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ჯორჯ კენტმა განაცხადა.

როგორც ჯორჯ კენტმა აღნიშნა, დემოკრატიული ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ყველა საკითხს საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ფარგლებში.

ეს დემოკრატიის სამუშაო ჯგუფია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული კომპონენტი - უსაფრთხოება, დემოკრატია და ეკონომიკური განვითარება ერთმანეთთან არის დაკავშირებული. დემოკრატიულია საზოგადოება, რომელსაც შეუძლია, თავი გარე აგრესიისგან დაიცვას. შესაბამისად, კანონის უზენაესობა საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს მატერიალური დოვლათის გამომუშავება, ინვესტიციების მოზიდვა და, შესაბამისად, ცხოვრების დონის გაუმჯობესება. დემოკრატიული ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ ყველა საკითხზე საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ფარგლებში. გეტყვით კონკრეტულად, საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით ჩვენ აღვნიშნეთ მწუხარებით, რომ ყველა რეკომენდაცია, რაც ვენეციის კომისიის, ეუთო- და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ იყო გაცემული, კანონში სრულად ასახული არ იყო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოს აქვს სურვილი, რომ დასავლეთის ნაწილი გახდეს“, – განაცხადა კენტმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.