აქტუალური
„ისლამური სახელმწიფოს“ შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენა საქართველოში 2018 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა, განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელმა

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. საქართველოში მცხოვრები „ისლამური სახელმწიფოს“ შესაძლო მხარდამჭერების რაოდენობა და გავლენა 2018 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშს წარადგენდა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, გასულ წელს საქართველოსთვის, ისევე, როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის, ძირითად ტერორისტულ გამოწვევას ე.წ. ისლამური სახელმწიფო და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები წარმოადგენდნენ.

ტერორისტული ორგანიზაცია აგრძელებდა დასუსტებისა და ტერიტორიული დანაკარგების შემდეგ შემუშავებული ახალი სტრატეგიით მოქმედებას. აღნიშნულის ფარგლებში, ტერორისტების მოქმედების მთავარ იარაღად იქცა კონფლიქტის ზონის მიღმა ტერორისტული აქტების განხორციელება და ინტერნეტის გამოყენებით პირთა რადიკალიზაცია. ზემოაღნიშნული და სხვა ტიპის ტერორისტული საფრთხეების გამოვლენის და მათთან გამკლავების მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს. მიმდინარეობდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების დადგენა და მათი მხრიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მცხოვრებიისლამური სახელმწიფოსშესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენები 2018 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა. ორგანიზაციის სავარაუდო მხარდამჭერები განიცდიან იდეოლოგიურ და ფინანსურ კრიზისს”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, ზემოთქმულის მიუხედავად, საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ტერორისტული საფრთხის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია.

შესაბამისად, საფრთხეების გამოვლენის, მათი პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები”, – განაცხადა სუს-ის უფროსმა.