პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ქართველი მეფეების ვახტანგ VI-ის და თეიმურაზ II-ის გადმოსვენება რუსეთიდან საქართველოში წელს არის შესაძლებელი (SPUTNIK)

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. „ქართველი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი მსჯელობს იმაზე, თუ რამდენად სწრაფად არის შესაძლებელი ქართველი მეფეების ვახტანგ VI-ის და თეიმურაზ II-ის ნეშტების გადმოსვენება“, - იუწყება SPUTNIK.

   2013 წლის იანვარში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის ისტორიული შეხვედრის დროს სრულიად საქართველის კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან გაისმა თხოვნა ასტრახანის მიძინების ტაძარში დაკრძალული ქართველი მეფეების ვახტანგ VI-ის და თეიმურაზ II-ის ნეშტების საქართველოში გადმოსვენების თაობაზე. რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების მეთაურებს მაშინ საქმე აღარ გაუჭიანურებიათ - შეიქმნა ერთობლივი კომისია, გაიმართა მისი პირველი სხდომა.

     უკვე 6 წელი გავიდა - სრულიად საკმარისი იმისათვის, რომ კომისიას ისტორიული არქეოლოგიური მასალების დიდი მოცულობის შესწავლა მოესწრო. თავად ქართველ მეფეთა ნების გამოხატვის საკითხში სიცხადე შეტანილია, სამარხებში ნეშტების ამჟამინდელი მდგომარეობის გამოკვლევა ჩატარებულია. რამდენადაც ჩემთვის ერთობლივ კომისიასთან დაკავშირებული ადამიანებისგან არის ცნობილი, საგულდაგულო იდენტიფიკაცია წარმატებით ჩატარდა. ახლა, ორივე მხრიდან კეთილი ნების არსებობისას და დაბრკოლებების არარსებობისას, გამორიცხული არ არის, რომ გადმოსვენება ამ წლის ბოლომდე მოესწრება.

საქართველოში სად დაკრძალავენ სამშობლოში გადმოსვენებულ ქართველ მეფეებს ვახტანგ VI-ს და თეიმურაზ II-ს? არსებობს აზრი, რომ მათი ნეშტებისთვის ღირსეული უკანასკნელი სავანე გახდება ან წმინდა სამების საკათედრო ტაძარი თბილისში, ან სვეტიცხოველის საკათედრო საპატრიარქო ტაძარი მცხეთაში.

ქართველი მეფეების გადმოსვენება, ისევე, როგორც რუსეთის მიერ 2007 წლის მარტში განხორციელებული საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ნეშტის გადმოსვენება, ჩვენი ხალხების დაახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი სასიკეთო ნაბიჯი გახდება. ეს მოვლენა მნიშვნელოვანი იქნება ორი ქვეყნის მორწმუნეთათვის, რომელთა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა უკრაინაში ახალი რასკოლნიკური სტრუქტურის „ავტოკეფალია“ არ აღიარეს.

     დღეს, ბრწყინვალე შვიდეულის გასვლის შემდეგ, გვსურს, კიდევ ერთხელ აღვავლინოთ მადლიერება უფლისადმი და ყველას შევახსენოთ, რომ საკუთარ ბუნებას ვერსად გაექცევი - მართლმადიდებელი რუსი და ქართველი ხალხების მეგობრობას ალტერნატივა არ გააჩნია! პოლიტიკური კონიუნქტურა კი წარმავალია...