სამართალი
დღეიდან, 10 მარტიდან, სახალხო წარმომადგენლობითი კრების „შეფიცულთა“ რაზმები ამოქმედდება. სახალხო კრების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეფიცულთა წარდგენა და ფიცის დადების ცერემონიალი ჭადრაკის სასახლეში გაიმართა.
შეფიცულთა ჯგუფს გია ბურჯანაძე უხელმძღვანელებს. დედაქალაქის გარდა, „შეფიცულთა“ რაზმები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება.მათი მიზანია ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების აღკვეთა და სათანადო პრევენციული ღონისძიებების გატარება.