სამართალი
გიორგი გახარია: ჩავატარეთ 10 საერთაშორისო სპეცოპერაცია, რომელთა ფარგლებშიც დაკავებული იყო 166 დამნაშავე, მათ შორის ქართული წარმომავლობის 10 „კანონიერი ქურდი“

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. პარლამენტის „მინისტრის საათის“ ფორმატში გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიში წარმოადგინა. გახარიამ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ნაწილში სამინისტროს მიღწევებზე ილაპარაკა.

საერთაშორისო თანამშრომლობის ნაწილში, მინდა მოგახსენოთ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აფართოებს პოლიციის ატაშეების ქსელს. წელს ჩვენ დაგვემატა რამდენიმე ქვეყანა. გარდა ამისა, მინდა გითხრათ რომ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩაატარა 10 საერთაშორისო სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც დაკავებული იყო 166 დამნაშავე, მათ შორის 10 კანონიერი ქურდი, ქართული წარმომავლობის. ეს გახლდათ 21 ღონისძიება, ჩატარებული საფრანგეთში, საბერძნეთში, ესპანეთში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, - განაცხადა შს მინისტრმა.