აქტუალური
წელს პარლამენტში გიორგი გახარიას მეხუთედ უსმენდნენ - „ყველა ჩვენი გეგმა, ქმედება, პოზიცია ყოველთვის იყო და იქნება გახსნილი“

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. პარლამენტმა მინისტრის საათის ფორმატში გიორგი გახარიას მოუსმინა

დღეს ჩემთვის არის მეხუთე საპატიო ჯერი, როდესაც მე ამ ტრიბუნაზე ვდგავარ, 1 წლის განმავლობაში, და მაქვს პატივი, მივმართო საქართველოს პარლამენტს და პარლამენტარებს. რა თქმა უნდა, დღევანდელი გამოსვლით ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენს პატივისცემას საპარლამენტო დემოკრატიის და საპარლამენტო ზედამხედველობისადმი და შესაბამისად, ვეცდებით, პასუხი გავცეთ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც არსებობს საზოგადოებაში და რომელიც გაქვთ თქვენ. ჩვენი ძირითადი მიზანი დღეს გახლავთ ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენი გეგმა, ქმედება, პოზიცია, ყოველთვის იყო და იქნება გახსნილი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა გააკეთა, რა გეგმები და რა მიმდინარე პროექტები აქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.