უცხოეთი
მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, დონალდ ტრამპი თურქეთში ჩასვლას გეგმავს

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ივლისში შესაძლოა თურქეთს ეწვიოს.

თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

„აშშ-ის პრეზიდენტი ივნისში ევროპაში ვიზიტს განახორციელებს. მან ასევე გამოთქვა ვიზიტის სურვილი, რომ ერთ თვეში თურქეთს ეწვიოს“, – განაცხადა თურქმა დიპლომატმა.

ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთში დონალდ ტრამპის ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ბოლო სატელეფონო საუბარი დადებითად წარიმართა.

1tv.ge