უცხოეთი
სააკაშვილის მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი - „არ გინდოდათ რძე და ყველი...“

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ფოტოს ავრცელებს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის შემდეგი შინაარსის ტექსტი ახლავს: „აბა, დაფიქრდით – ჩემი პრეზიდენტობის დროს 4-ჯერ ვიყავი ოფიციალური ვიზიტით თეთრ სახლში, საქართველოში ჩამოვიყვანე ამერიკის ახლანდელი და მაშინდელი პრეზიდენტები და სამჯერ ვიცე-პრეზიდენტი, ინაგურაციაზე და ისედაც ბევრჯერ სახელმწიფო მდივანი. დამისახელეთ ისრაელის სახელმწიფო მდივნის გარდა, რომელიმე სხვა პატარა ქვეყანა, რომელსაც ერგო ამდენი პატივი.. ამაზეა ნათქვამი, “არ გინდოდათ რძე და ყველი…“ და ახლა გვაქვს აი, ეს“, – წერს სააკაშვილი.

„რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ში ვიზიტზე ოფიციალური ვაშინგტონისგან უარი მიიღო. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს ქართულ მხარეს უარი ეთქვა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე. მათი ინფორმაციით, ვიზიტის განხორციელებაზე დიპლომატიური არხებით მუშაობა დაწყებულია.

1tv.ge