საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.
საბჭოს მუდმივმა წევრებმა პირველ სხდომაზე პრემიერისგან გარკვეული დავალებები მიიღეს.
უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს სტრუქტურის შესახებ ილაპარაკა. საბჭო აღჭურვილია სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მანდატით.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქნება ყველა იმ უწყების მაკოორდინირებელი ორგანო, რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და განახორციელებს პრემიერ-მინისტრის ინფორმირებას ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მორიგი სხდომა სხდომა ერთ თვეში გაიმართება.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გუშინდელ სხდომას საბჭოს მუდმივი წევრები - შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური ესწრებოდნენ. სხდომას ასევე ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი.