პოლიტიკა
გიორგი გახარია დავით გარეჯზე: ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ისეთ შეთანხმებას მივაღწევთ, რომ გათვალისწინებული იქნება როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ასევე ჩვენი ეკლესიის ინტერესი

 საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომის შემდეგ დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ყველას მოგვეხსენება, რომ ეს არის ძალზედ ფაქიზი თემა. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა, პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და საზღვრის დემარკაცია მაქსიმალურად შესაძლებელ, მოკლე ვადებში უნდა დავასრულოთ. მე ერთმნიშვნელოვნად მოვუწოდებ ყველას, ვინც ცდილობს ამ თემით სპეკულირებას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას, არ მოვერიდები ამ სიტყვებს, ძალიან ფრთხილად ვიყოთ ამ თემასთან, რამეთუ დემარკაციის ფარგლებში, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან და ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან შეთანხმებას მივაღწევთ, ისეთს, რომლის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ასევე ჩვენი ეკლესიის ინტერესი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.