პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი მორიგ სკანდალში გაეხვა

 საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ გვერდზე დონალდ ტრამპის პოსტის გაზიარება, სადაც ტრამპი ჯო ბაიდენს აკრიტიკებს, სოციალური მედიის მენეჯერის შეცდომა იყო.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, ფაქტის დაფიქსირებისთანავე სალომე ზურაბიშვილის გვერდიდან პოსტი წაიშალა.

რეალურად მოხდა ის, რომ სოციალური მედიის მენეჯერმა დაუშვა ტექნიკური შეცდომა. სამწუხაროდ, ხდება ასეთი შემთხვევები. პრობლემის იდენტიფიცირებისთანავე პოსტი წაიშალა. ამ დროისთვის პოსტი აღარ არისტვიტერისანგარიშზე. ეს იყო ტექნიკური შეცდომა“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაზიარდა დონალდ ტრამპის ტვიტი, სადაც ის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს აკრიტიკებს და „მძინარას“ უწოდებს. მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტის გვერდიდან აღნიშნული ტვიტი წაიშალა.