მთავრობამ დღეს, 10 მარტს, 30-ლარიანი სურსათის ვაუჩერის დარიგება დაიწყო, რომელთაც ქვეყნის მასშტაბით 1 მილიონამდე ოჯახი მიიღებს.
თებერვალში მთავრობამ 20 მილიონი ლარი დახარჯა თითოეული ოჯახისთვის ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერის გადასაცემად.
ორივე „ზომიერი დახმარება“, როგორც მას ხელისუფლების წარმომადგენლები უწოდებენ, მოსახლეობისთვის ინფლაციის ზემოქმედების შემსუბუქებას ისახავს მიზნად.ეგრეთ წოდებულ სურსათის ვაუჩერებს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო არიგებს. მოქალაქეები მათ განაღდებას 1 ივლისამდე „ლიბერთი ბანკში“ შეძლებენ.
ოპონენტები აცხადებენ, რომ დახმარების ორივე პროგრამა, რომელთა საერთო ღირებულებაც 50 მილიონ ლარს შეადგენს, გრძელვადიან პერსპექტივაში კვლავ გაზრდის ინფლაციურ ზეწოლას.
წლიურმა ინფლაციამ 2011 წლის იანვარში 12.3 % შეადგინა. საქსტატმა დააგვიანა თებერვლის ინფლაციის მაჩვენებლის გამოქვეყნება, რაც 4 მარტს იგეგმებოდა, მიზეზად კი ტექნიკური პრობლემები დაასახელა, რაც უკავშირდება ორგანიზაციის ერთი შენობიდან მეორეში გადასვლას.