საზოგადოება
სტიქია ყვარელში: ვენახები თითქმის განადგურებულია

 საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში სეტყვის შედეგად 300 ჰექტარამდე ვენახი დაისეტყვა, იტყობინება საზოგადოებრივი მაუწყებლის პრველი არხი.

არსებული ინფორმაციით, სტიქიამ ვენახები თითქმის მთლიანად გაანადგურა.

ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა და გზის სავალი ნაწილი ჩახერგა. შედეგად თელავი-ყვარლის საავტომობილო მაგისტრალზე ავტომობილებით მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო. ამ დროისთვის გზაზე მოძრაობა თავისუფალია.

სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ყვარლის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია დაითვლის.