საზოგადოება
აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ მათ სავაჭრო ადგილები 16 წლის წინათ საკუთარი სახსრებით შეიძინეს და დღეს სავაჭრო დახლები მათი კერძო საკუთრებაა. შპს „ერთობის“ დირექტორმა თამარ ბოლქვაძემ განაცხადა, რომ ბაზრობას ახალი მეპატრონე ჰყავს (ბაზრის 85%-იანი წილის მფლობელია მოშიაჰ იაკობი, ბაზრის 15%-ზე კი ბაზრის ყოფილ მეპატრონე ლიანა აბაიძეს სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი). „მოვაჭრეებს ფართი მხოლოდ ნაქირავები აქვთ და მთლიანად ბაზრის ტერიტორია ახალი მფლობელის საკუთრებაა“, – აცხადებს თამარ ბოლქვაძე.
შპს „ერთობის“ აქციონერები 2010 წლის ზაფხულში ფინანსურმა პოლიციამ გადასახადების დაფარვის ბრალდებით დააკავა, რის შემდეგაც ბაზრობა სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა.
შპს „ერთობა“ 4 იანვარს რუსთავის თვითმმართველობამ აუქციონის წესით გაასხვისა.