საზოგადოება
ადგილობრივების განცხადებით, პანკისის მოსახლეობა შეთანხმდა, რომ ჰესების მშენებლობაზე დიალოგი კატეგორიულად გამორიცხულია

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. სახალხო კრება, რომელიც პანკისის ხეობაში თითქმის სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა. მოსახლეობის განცხადებით, ხეობაში ჰესების მშენებლობის საკითხზე დიალოგი კატეგორიულად გამოირიცხა. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ხეობაში სიტუაციის მოსაგვარებლად ხელისუფლების სახელზე მიმართვის გავრცელებას აპირებენ. ადგილობრივებმა არ დააკონკრეტეს, ვის სახელზე და რა შინაარსის იქნება მიმართვა, თუმცა აღნიშნეს, რომ უახლოეს დღეებში კვლავ შეიკრიბებიან და მთავრობის მისამართით მთავარ მოთხოვნას გაავრცელებენ.

შეხვედრაზე იყო ბევრ საკითხზე საუბარი, თუმცა ეს შიდა სამზარეულოა. ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ ჰესების თემა, რომ ამ საკითხზე დიალოგი კატეგორიულად გამოირიცხოს. თუმცა მიმართვას, თხოვნას გავავრცელებთ ხელისუფლების მისამართით. რა შინაარსის და ვის სახელზე, ამაზე უახლოს დღებში კვლავ შევიკრიბებით და გავასაჯაროებთ. ჩვენი მთავარი მიზანია ხეობაში სიტუაციის დალაგება", - აღნიშნა ადგილობრივმა მცხოვრებმა თამაზ ბაღაკაშვილმა.