აქტუალური
სამხედრო გემების ვიზიტები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის განმტკიცებას რეგიონში! - თავდაცვის მინისტრი

 საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ სამხედრო გემების ვიზიტები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის განმტკიცებას რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, აშშ-ის, ასევე ნატოს წევრი სხვა ქვეყნების მხრიდან სამხედრო გემების ვიზიტი საქართველოში მიმართულია იმისკენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით გაკეთდეს მაქსიმუმი, რათა საქართველო დაცული იყოს ყოველგვარი საფრთხისგან.

როდესაც დაცულობის მაღალ ხარისხზე ვსაუბრობ, მათ შორის სამხედრო კომპონენტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. დინამიკა, რომელიც გვაქვს, განსაკუთრებით წელს, როგორც ამერიკასთან ასევე ნატოს წევრ სხვა ქვეყნებთან, არის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით უპრეცედენტო, კერძოდ, ეს არის რიგით მეორე სამხედრო ხომალდი. ერთი კვირის წინ ვმასპინძლობდით ნატოს ოთხ სამხედრო ხომალდს. ვიზიტები წლის განმავლობაში გაგრძელდება. მიუხედავად რუსეთის რეაქციისა, კიდევ ერთხელ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ აღნიშნული სამხედრო თანამშრომლობა, სამხედრო გემების ვიზიტები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის განმტკიცებას რეგიონში“, – განაცხადა იზორიამ.