აქტუალური
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა დაადასტურა, რომ შავი ზღვის აკვატორიაში შესულ ამერიკულ ხომალდ „როსს“ ორი რუსული სამხედრო ხომალდი აედევნა

 საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა დაადასტურა, რომ შავი ზღვის აკვატორიაში შესულ ამერიკულ ხომალდ „როსს“ ორი რუსული სამხედრო ხომალდი აედევნა.

ეს დამახასიათებელია რუსეთისთვის, რომ თვალყური ადევნოს, გამოედევნოს ასეთ აქტივობებს, როცა ამერიკის თუ სხვა ქვეყნების საზღვაო გემების განლაგება ხდება. თუმცა, ეს არის ჩვენი უფლება, საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით განვახორციელოთ ამგვარი ოპერაციები, ალბათ, უფრო რუსეთს უნდა მიმართოთ, რა რისკებს ხედავენ ამაში“, – განაცხადა როს უილსონმა.

ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდი „იუესეს როსი“ (USS Ross) 21 აპრილს შემოვიდა. ეს საქართველოში ამ გემის პირველი ვიზიტია. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, სამხედრო ხომალდის ეკიპაჟის წევრები, ქართველ კოლეგებთან ერთად, ერთობლივ წვრთნებს 25 აპრილს გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი სპორტული ღონისძიებების ჩატარება.