აქტუალური
სამინისტროს ინფორმაციით, კარდიოლოგიური კლინიკის საწყისი ღირებულება 120 ათასი ლარია. ობიექტს 23114.30 ლარის დებიტორული და 38598.50 ლარის კრედიტორული დავალიანება აქვს. მისი საწესდებო კაპიტალი კი 105548 ლარითაა განსაზღვრული.
აკ. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბიოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრის, შპს „ენმედიცის“ საწყისი ღირებულება კი 380 ათას ლარს შეადგენს. მეტაბიოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრის საწესდებო კაპიტალი 336308 ლარია, მას 7075 ლარის დებიტორული და 37407 ლარის კრედიტორული დავალიანება აქვს.
პირველი კლინიკური საავადმყოფოს საწყისი ფასი 570 ათასი ლარითაა განსაზღვრული.
ვინ გახდება კლინიკების მფლობელი, დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ არამიანცის კომპლექსში შემავალი 10 კლინიკიდან 6 კლინიკის მფლობელი დანიელ გუფთა გახდა.