საზოგადოება
„ბოდიშს ვუხდი ოჯახს" - საქართველოს პრეზიდენტი 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობაზე

 საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარტვილში 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო აღშფოთება გამოთქვა.

შაბათს ტელეკომპანია Rustavi 2-მა განაცხადა, რომ მოზარდმა შიმშილის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოგვიანებით საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა მოზარდის ნათესავები ჩაწერა, რომლებმაც კატეგორიულად უარყვეს ბიჭის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია. ამასთან, გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით მიმდინარეობს.

მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვიცი, რომ ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი. ასეთი ტრაგედიები უნდა აღიკვეთოს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე მოუწოდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, დროულად მიიღოს ზომები.

ამიტომ აქვე მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს, სასწრაფოდ დაიწყონ სოციალურად დაუცველი, უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ოჯახების ბავშვებისთვის მიღებულ იქნ განსაკუთრებული ზომები... ბოდიშს ვუხდი ოჯახს, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.