საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. “შეუიარაღებელი თვალით ჩანს და ვიდეოკადრების ყურადღებით შესწავლის შემდეგ აღვიქვი:
პანკისში ის ხდება, რაც დავწერე - რეგიონის ვაჰაბიზაციამ გაზარდა აგრესია ქართული სახელმწიფოსადმი.
ნებისმიერი გამოვლინება სახელმწიფოებრიობისა მათთვის მიუღებელია. ერთმა გოგონამ, ქვების სროლით რომ დაიღალა, მოგვაძახა ვიდეოკამერაში: ჩვენ რუსების წინააღმდეგ ხომ მხარი დაგიჭირეთ თქვენო... ანუ ქისტებისთვის დანარჩენი საქართველო უცხოა, ისინი "ჩვენ"-ში მხოლოდ მუსლიმებს გულისხმობენ, სხვა მათთვის უცხოა.
არ ვიცი, ხელისუფლებამ შესთავაზა თუ არა ადგილობრივებს დასაქმება ჰესის მშენებლობაზე, მაგრამ მგონია, რომ ასეთი შეთავაზებაც რომ იყოს, მათ არ ენდომებათ მუშაობა. მათ სხვა შემოსავლის წყაროები აქვთ. დააკვირდით, განსხვავებით საქართველოს სხვა მიყრუებული სოფლებისგან, პანკისში რაოდენ დიდია ახალგაზრდების წილი. რა აკავებს ახალგაზრდებს ამ სოფლებში? ...ნუ გავაიგივებთ პანკისს სვანეთთან, განსხვავება დიდია“, - წერს თავის Facebook-გვერდზე ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე.