აქტუალური
პანკისში მომხდარის გამო ვინმე რომ დააკავონ, იგივე ან უარესი მოხდება, განაცხადეს პანკისელებმა

 საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. ადგილობრივები სოფელ ბირკიანში შეიკრიბნენ და მომხდარი ინციდენტი განიხილეს. ისინი აცხადებენ, რომ სამართალდამცველთა რაოდენობამ მათი პროვოცირება გამოიწვია. მათივე თქმით, მთავრობის წევრებმა მოიტყუეს, როდესაც განაცხადეს, რომ მოლაპარაკების შედეგად მოსახლეობა ჰესის მშენებლობაზე თანახმა იყო.

ამდენი პოლიციელი და სპეცრაზმელი რატომ შემოიყვანეს, თუ ამბობენ, რომ თანახმა ვიყავით, ამდენი სპეცრაზმი და ტექნიკა რატომ შემოიყვანეს?გუშინ არ მოხდა კარგი ფაქტი, მაგრამ თუ დაიწყეს ადამიანების დაჭერა, არ გავჩერდებით. არ გაბედონ და არ დააკავონ არც ერთი", - აცხადებენ ადგილობრივები.

შს მინისტრმა 21 აპრილს განაცხადა, რომ თითოეულ კადრს გააანალიზებენ და ნახავენ, ვინ ვის რა ესროლა.

ჟურნალისტებთან საუბრისას კი გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც შს სამინისტროს თანამშრომლებზე იძალადა, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.