უცხოეთი
დიმიტრი მედვედევი - არჩევნების შემდეგ უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი არსებობს

 საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის პრემიერ მინისტრის დიმიტრი მედვედევის თქმით, უკრაინაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი არსებობს.

„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ახალი მმართველი რუსეთის მიმართ იმ რიტორიკას გამოიყენებს, რომლიც მას წინასაარჩვენო კამპანიის დროს ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით ილუზიები არ მაქვს. თუმცა, ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი მაინც არსებობს“, – განაცხადა მედვედევმა.

მედვედევის განცხადებით, მას იმედი აქვს რომ, უკრაინის ახალი პრეზიდენტის მიდგომა პოლიტიკის მიმართ იქნება, საღ აზრზე დაფუძნებული, სამართლიანი და პასუხისმგებლიანი.

„უკრაინაში არჩევნები შედგა. შედეგებმა აჩვენა, რომ უკრაინის პრობლემების გადასაჭრელად ახალ მიდგომაზე მოთხოვნა არსებობს. მიდგომა, რომელიც გაითვალისწინებს უკრაინაში შექმნილ ყველა პოლიტიკურ რეალობას. პირველ რიგში კი უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილ სიტუაციას. ამიტომ, პირველ რიგში, უკრაინის ახალ მმართველს ვუსურვებ საღად აზროვნებას და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნების ხალხთა ურთიერთობების ფასის სიღრმისეულ გაგებას, რაც პოლიტიკურ კონიუქტურაზე მაღლა უნდა იდგეს“, – განაცხადა რუსეთის პრემიერ მინისტრმა.

უკრაინაში ბიულეტენების 85 პროცენტის დათვლის შემდეგ, პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმირ ზელენსკის ხმათა 73,20 პროცენტი აქვს. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 24,46 პროცენტი მიიღო.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ოფიციალურ შედეგებს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია სავარაუდოდ 30 აპრილს გამოაცხადებს.

1tv.ge