აქტუალური
სასურსათო ვაუჩერების დარიგება იწყება

vaucheri_sursatiხვალიდან, 10 მარტიდან, მთავრობა სასურსათო ვაუჩერების დარიგებას იწყებს, რომელთა განაღდებაც მხოლოდ „ლიბერთი ბანკის“ ოფისებში იქნება შესაძლებელი. როგორც სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სასურსათო ვაუჩერების განაღდება მოსახლეობას მხოლოდ „ლიბერთი ბანკის“ ოფისებში ან რეგიონებში არსებულ „ლიბერთი ბანკის“ მოძრავ სერვისცენტრებში შეეძლება.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, სასურსათო ვაუჩერების განაღდება ნებისმიერ კომერციულ ბანკში იყო შესაძლებელი, თუმცა საბოლოოდ, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ვაუჩერის განაღდების უფლება მხოლოდ „ლიბერთი ბანკს“ მიენიჭა, რადგანაც ბანკს სოციალური მომსახურების მხრივ დიდი გამოცდილება აქვს (პენსიების მიღება „ლიბერთი ბანკის“ მეშვეობით ხდება).

ვაუჩერების განაღდება 2011 წლის 1 ივნისამდეა შესაძლებელი.