აქტუალური
საქსტატმა 2010 წლის მეოთხე კვარტლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

sawarmotatvisოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2010 წლის IV კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ – 6.58, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ 3.45 მილიარდი ლარი შეადგინა. მთლიანი ბრუნვა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 84.4 %, საშუალო ბიზნესი – 7.7 %, მცირე ბიზნესი – 7.9 %.

ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილი ბიზნესი – 81.9 %, საშუალო ბიზნესი – 9.2 %, მცირე ბიზნესი – 8.9 %. საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 366.2 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 40.5 % ქალია, ხოლო 59.5 % – მამაკაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: მსხვილი ბიზნესი – 59.3%, საშუალო ბიზნესი – 19.5%, მცირე ბიზნესი – 21.2%. საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე შეადგინა 714.4 მილიონი ლარი,

ბიზნესსექტორში საშუალო თვიურმა ხელფასმა კი – 670.3 ლარი, მათ შორის, ქალების – 477.5 ლარი. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

მსხვილი ბიზნესი – 808.0 ლარი, საშუალო ბიზნესი – 501.4 ლარი, მცირე ბიზნესი – 389.0 ლარი.