პუბლიკაციები
საქინფორმი მიხეილ ქავთარიას გარდაცვალებას სრულიად საქართველოს უსამძიმრებს

 საქინფორმი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 2019 წლის 14 აპრილს, 89 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა უდიდესი ქართველი მეცნიერი, დიდი ერისკაცი მიხეილ ქავთარია - გამოჩენილი ქართველი ფილოლოგი, არქეოგრაფი, ლიტერატურათმცოდე და გამორჩეული მკვლევარი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უხუცესი თანამშრომელი, საარქივო ფონდების განყოფილების ხელმძღვანელი, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. ბრწყინვალე შემოქმედმა მომავალ თაობებს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და პუბლიკაცია დაუტოვა.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი და მთელი ჟურნალისტური კოლექტივი ვუერთდებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სამძიმარს და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ ქავთარიების დიდი ოჯახის თითოეულ წევრს, პირადად პაატა ქავთარიას, ვუსამძიმრებთ მის უთვალავ ახლობელსა და მეგობარს, სრულიად საქართველოს.

საქინფორმი