საზოგადოება
„სახალხო კრების“ ლიდერები ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდებიან

krebisaxalgazrduliამასწინათ ჩამოყალიბებულ თავის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან შეხვედრისას „სახალხო კრების“ ლიდერებმა ნონა გაფრინდაშვილმა, ირაკლი ბათიაშვილმა, ნინო ბურჯანაძემ, გია ბურჯანაძემ და ლუკა კურტანიძემ ახალგაზრდებისგან სამომავლო გეგმებისა და აქტივობების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

„სახალხო კრების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელ აკაკი ჩოფლიანის თქმით, ის თანამოაზრეებთან ერთად საქართველოს ყველა რეგიონში აპირებს ახალგაზრდებთან შეხვედრას და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

შეხვედრის დროს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ „სახალხო კრების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას ღირსეული წევრები ჰყავს, რომლებიც თავიანთი აქტივობით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქვეყნის კეთილდღეობის საქმეში.

როგორც საქინფორმის კორესპონდენტთან საუბრისას „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა, ის ახალგაზრდებთან ერთად უახლოეს დღეებში სამეგრელოში აპირებს გამგზავრებას, სადაც „სახალხო კრების“ სამომავლო გეგმებს ადგილობრივ ახალგაზრდებსაც გააცნობს.