საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გიორგი ქობულიას განცხადება დააკმაყოფილა.
პრემიერ-მინისტრის ბრძანება ქობულიას გათავისუფლების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ ქობულიას გათავისუფლების შესახებ ბრძანება დაახლოებით ერთი საათის წინ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა. ნაჩვენები იყო ბრძანების ვიდეოკადრებიც, თუმცა იმ დროისთვის მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე, პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებების განყოფილებაში აღნიშნული ბრძანება არ იძებნებოდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა.
პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
თურნავა აქამდე ეკონომიკისა მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო.
მან მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ქობულია შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან დღეს გათავისუფლდა.