საზოგადოება
საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოდან პარლამენტთან, "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის წევრებისა და საზოგადოების წარმომადგენლების აქცია - მსვლელობა გაიმართა.
მსვლელობის დაწყებამდე შალვა შავგულიძეს შეკითხვით "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ მიმართა, რასაც მასა და აქციის მონაწილეს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა დავითაია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს. თავად დავითაიას თქმით, მას შეკითხვის დასმა არ აცალეს.
ინტერპრესნიუსი