საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში 2014-2018 წლებში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მონაცემების ანალიზის ზოგადი მიგნებებია:
• 2018 წელს ყველაზე დიდი ოდენობით FDI საფინანსო, ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის და ენერგეტიკის სექტორებმა მოიზიდა;
• 2018 წელს აზერბაიჯანმა, დიდმა ბრიტანეთმა და ნიდერლანდებმა ყველაზე დიდი ოდენობით FDI განახორციელეს საქართველოში;
• უკანასკნელი 5 წლის ჯამურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (28,4%) FDI-სთვის ყველაზე მიმზიდველი სექტორია, ხოლო სოფლის მეურნეობა (0,8%) - ყველაზე ნაკლებად მიმზიდველი;
• უკანასკნელი 5 წლის ჯამურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ყველაზე დიდი ოდენობით ინვესტიცია საქართველოში შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა: აზერბაიჯანი, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, აშშ;
• ჩინეთის და ევროკავშირის ქვეყნების წილი საქართველოს FDI-ში 2017 წლიდან იზრდება;
• 2017-2018 წლებში რეინვესტირების წილი მთლიან FDI-ში იზრდება, ხოლო სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების წილი მცირდება.