საზოგადოება
რუსეთი ყურადღებით აკვირდება შავი ზღვის რეგიონში ნატოს სამხედრო გეგმებს და ალიანსის ქმედებებზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს - ალექსანდრე გრუშკო

 საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. რუსეთი ყურადღებით აკვირდება შავი ზღვის რეგიონში ნატოს სამხედრო გეგმებს და ალიანსის ქმედებებზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა.

შეკითხვაზე, რა დამოკიდებულება აქვს რუსეთს შავი ზღვის რეგიონში ნატოს აქტიურობის გაძლიერების მიმართ, გრუშკომ განაცხადა: ცალსახად ნეგატიურ“.

რუსი დიპლომატის თქმით, ალიანსის ქმედებები მხოლოდ არღვევს რეგიონულ სტაბილურობას. როგორც გრუშკომ განაცხადა, მოსკოვი აუცილებელ ზომებს მიიღებს შესაბამისი საფრთხეების ნეიტრალიზებისთვის.