სამართალი
თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული 10 პირი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს

 საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. თურქეთში სასამართლომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული ათი პირი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე გაათავისუფლა.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ ოთხშაბათს თურქეთის უშიშროებამ იზმირში ოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც სირიის 9 და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, გათავისუფლების შემდეგ ათივე პირი საიმიგრაციო სამსახურის სამმართველოში გადაიყვანეს.