სამართალი
ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მას პერსპექტივაში, შესაძლოა, „თეორიული ინტერესი“ ჰქონდეს

 საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მას პერსპექტივაში, შესაძლოა, „თეორიული ინტერესი“ ჰქონდეს.

ამ საკითხზე კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ილაპარაკა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სად ხედავს კობახიძე საკუთარ თავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა: სადაც გუნდი გადაწყვეტს, ბუნებრივია, ისე იქნება“.

რაც შეეხება საუბრებს იმაზე, რომ შესაძლოა, კობახიძემ უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლოს და მას სათავეში ჩაუდგეს, ამაზე პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა:ამას მე გამოვრიცხავ ჩემი პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე“.

საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით კობახიძემ „თეორიული ინტერესი“ არ გამორიცხა.

ზოგადად, თეორიული ინტერესი შეიძლება მქონდეს პერსპექტივაში საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით. უზენაესთან დაკავშირებით ამის ინტერესიც არა მაქვს. თუმცა, დღეს ვარ მე პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი და გუნდი რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ამის შესაბამისად, გაგრძელდება ჩემი პოლიტიკური კარიერა. რა თქმა უნდა, მთავარია გუნდის ინტერესი, ეს არის ამოსავალი წერტილი. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც გუნდი მიიღებს, იქნება ჩემთვის სახელმძღვანელო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.