პოლიტიკა
საქართველოს სჭირდება დაცვა ივანიშვილისა და სააკაშვილისგან! - პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე

 საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს სჭირდება დაცვა ივანიშვილისა და სააკაშვილის დამანგრეველი ურთიერთქიშპობისგან, – ამის შესახებ შენების მოძრაობის ლიდერმა დავით უსუფაშვილმადაიცავი საქართველოს შეკრების შემდეგ განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მოუსმენს ყველას, ვინც მიიჩნევს, რომ ქართული ოცნება შესაცვლელია არჩევნების გზით, არა ნაციონალური რევანშით ან რუსული ზღაპრებით.

დავით მაღრაძემ შემომთავაზა მოსვლა და მოსმენა. მოვედი და მოვუსმენ“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

შეკითხვაზე, აპირებს თუ არა თანამშრომლობას „დაიცავი საქართველოსთან“, თუკი ის პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ „შენების მოძრაობა“ ძალიან ბევრ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.

„20-ზე მეტი პოლიტიკური ძალა ერთად ვაგროვებთ ხელმოწერებს პროპორციული არჩევნების მოთხოვნით. იქ არიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ნატოს კურსში ეჭვის შემპარველი ხალხიც და ბევრი სხვა, მაგრამ გვაერთიანებს ის, რომ პროპორციულ არჩევნებს ვითხოვთ ყველა. თუ ამ პოლიტიკურ პროცესს შემოუერთდება ახალი სუბიექტი, ის თავად განსაზღვრავს თავის პოზიციონირებას და თავის ადგილს. საქართველოს სჭირდება დაცვა ივანიშვილის და სააკაშვილის დამანგრეველი ურთიერთქიშპობის და ამ მოჯადოებული წრისგან. „შენების მოძრაობამორი წლის წინ გამოაცხადა, რომოცნებაშესაცვლელია, მაგრამ არანაცმოძრაობით, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.