სამართალი
სანდრა რულოვსი - ვერავინ შემაჩერებს!

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი პარტიის წევრის მანუჩარ ჩხეტიას გათავისუფლებას ითხოვს.

სანდრა რულოვსმა ბრიფინგზე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, მონიტორინგი გაუწიონ ზუგდიდში მიმდინარე პროცესებს.

ვითხოვთ, ჩვენი აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია იყოს გათავისუფლებული. სისულელეა, რომ პოლიციას არ დაემორჩილა, სწორედ ამას ედავებიან. ორი კვირაა, მშვიდობიან შეხვედრებს ვატარებთ და დაგვდევენ გადაცმული პოლიციელები. აწყობენ პროვოკაციებს, მოსახლეობასთან შეხვედრებში გვიშლიან ხელს. ვერავინ შემაჩერებს, რადგან ხალხს არ ეშინია. ვთხოვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩაატაროს მონიტორინგი, რათა არ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები. მათ ჩემი გამარჯვების ეშინიათ, რადგან ფიქრობენ, რა კარგი მიდგომა აქვს ამ ქალს ხალხთან და გამარჯვების პერსპექტივა აქვს. მათ კი უნდათ ქურდობის გაგრძელება და კანდიდატიც ამ გუნდიდან ჰყავთ. ამ გუნდს მერი ყავს ციხეში და ეს გუნდი გვთავაზობს კანდიდატს. არ გამეორდეს, რაც იყო ნოემბერში, ოქტომბერში აქ ზუგდიდში მსხვერპლი მოჰყვა, არ დაგვავიწყდეს და არ მინდა, ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ასეთი რამ მოხდეს. პოლიციელებს მოვუწოდებ, რომ შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, ებრძოლონ კრიმინალს“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.