აქტუალური
მთავრობის დადგენილების მიხედვით, სასურსათო ვაუჩერით ისარგებლებენ ის პირები, რომელთაც თავის დროზე ელექტროენერგიის შეღავათის ვაუჩერით ისარგებლეს, მათ შორის, დევნილები.
სასურსათო ვაუჩერის განაღდება საბანკო დაწესებულების მეშვეობით ერთჯერადად იქნება შესაძლებელი. ვაუჩერები 10 აპრილამდე დარიგდება, მისი საჩუქრად სხვა პირისთვის გადაცემა კი 2011 წლის 1 ივლისამდე იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება თანხას (31 429 465.0 ლარი), გამოიყოფა პროგრამიდან „სამინისტროს პროგრამების შესაძლო დეფიციტის დაფინანსება და 2010 წელს შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ნაწილის გადახდა“.