სამართალი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 13 დეპუტატის მომზადებულ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 13 დეპუტატის მიერ მომზადებულ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

კომიტეტის სხდომაზე ცვლილებები ჩავარდა.​ კანონპროექტს მხარი დაუჭირა 3-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ კი 5 წავიდა.

ცვლილებები დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ წარადგინა. კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებს განსაზღვრავს. კერძოდ, კანონპროექტით, უნდა ჩატარდეს ღია კონკურსი. კანონპროექტში გაწერილია სამართლიანი და თანასწორი ხმის მიცემის მოთხოვნები, ასევე ინტერესთა კონფლიქტის დროს განსაზღვრული წესები და პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი.