პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი - საქართველოს პრემიერ-მინისტრს: შეგიძლიათ დაგვარწმუნოთ, რომ მომავალში საქართველოში არჩევნებზე დარღვევებსა და ძალადობას ადგილი აღარ ექნება?

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. შეგიძლიათ დაგვარწმუნოთ, რომ მომავალში საქართველოში არჩევნებზე დარღვევებსა და ძალადობას ადგილი არ ექნება და როგორ უზრუნველყოფთ ამას? - ამ შეკითხვით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელმა ალექსანდრე პოცეიმ საქართველოს პრემიერს მამუკა ბახტაძეს დებატებისას მიმართა.

მე თქვენ მოგმართავთ არა მხოლოდ, როგორც ევროპის სახალხო პარტიის წევრი, არამედ როგორც პოლონელი პოლიტიკოსი. იცით, თუ როგორ ღრმად ვიყავით ჩართული თქვენ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებში. ჩვენ დამკვირვებლებად ვიყავით საპრეზიდენტო არჩევნებზე და ერთი კითხვა გვაქვს. ჩვენ ბევრი დარღვევა ვიხილეთ და ასევე ძალადობა. შეგიძლიათ დაგვარწმუნოთ, რომ მომავალში მსგავსი რამ არ მოხდება და როგორ უზრუნველყოფთ ამას?“, - განაცხადა მან.

თავის მხრივ, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ გასული არჩევნების მთავარი ხარვეზი ძალიან პოლარიზებული პოლიტიკური გარემო იყო“.

სამწუხაროდ, საქართველო ამის ერთადერთი მაგალითი არ არის ჩვენს კონტინენტზე. ჩვენ მივიღეთ ეუთო-სგან რეკომენდაციები. საქართველოს პარლამენტი მუშაობს ამ რეკომენდაციების დანერგვაზე“, - დასძინა ბახტაძემ.