პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: ვინც მიედ-მოედება და აქცენტს აკეთებს ვითომ „სკანდალურ“ მოვლენებზე, მან ვერ გაიგო და ვერ გაიაზრა, რაც მოხდა დღეს, 28 წლის შემდეგ...

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. ვინც მიედ-მოედება და აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ვითომ „სკანდალურ“ ამ დღის მოვლენებზე, მან ვერ გაიგო და ვერ გაიაზრა, რაც მოხდა დღეს: 28 წლის შემდეგ სახელმწიფო დონეზე ზეიმით აღინიშნა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, გაცოცხლებული 9 აპრილის ძალა არ დაიჩრდილება და არც შენელდება.

მგონი, რომ ვინც მიედ-მოედება და აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ვითომსკანდალურამ დღის მოვლენებზე, როგორიც არის პროტოკოლის თანამშრომლის მიერ მესიჯის გაგზავნა დაცვის თანამშრომლისთვის, ან სვამს კითხვას: 9 აპრილის მემორიალიდან პანაშვიდის დასრულების შემდეგ რატომ გავყევი პატრიარქს და ამასგაპარვადაღიქვამს, ან კიდევ ჩემს შეცდომაზე (9 აპრილის დაღუპულთა სიის წაკითხვისას ერთი გვარის უნებლიეთ გამოტოვებისა) ამახვილებს მთელ ყურადღებასიმან მთავარი ვერ გაიგო და ვერ გაიაზრა, რაც მოხდა დღეს: 28 წლის შემდეგ სახელმწიფო დონეზე ზეიმით აღინიშნა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერა. უზენაესი საბჭოს ყველა წევრი მოწვეულ იქნა და მათი წვლილიზვიად გამსახურდიას მეთაურობით - დამოუკიდებლობის გამოცხადებაში აღიარებულ იქნა! ამით შერიგების, ერთმანეთის პატივისცემის, ნდობის და საქართველოს გაერთიანებისკენ ერთი ნაბიჯი გადაიდგა! გაცოცხლებული 9 აპრილის ძალა არ დაიჩრდილება და არც შენელდება“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.