საზოგადოება
საქართველომ თურქეთს უკვე აცნობა, რომ ცხინვალის რეჟიმმა თურქეთში ე.წ. წარმომადგენლად ადგილობრივი, ეთნიკურად ოსი პიროვნება გამოაცხადა

 საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ Imedinews-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. საგარეო უწყების განცხადებით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. დიპლომატიური წარმომადგენლის გამოცხადებას თურქეთის რესპუბლიკაში არ აქვს არანაირი იურიდიული ძალა. მეტიც, მას არაფერი აქვს საერთო დიპლომატიასთან.

თურქეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ დღესვე ჩავაყენეთ საქმის კურსში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმასთან დაკავშირებით, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა თურქეთის რესპუბლიკაში .. წარმომადგენლად გამოაცხადა ადგილობრივი, კერძოდ, ეთნიკურად ოსი პიროვნება.

ბუნებრივია, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ .. დიპლომატიური წარმომადგენლის გამოცხადებას თურქეთის რესპუბლიკაში არ აქვს არანაირი იურიდიული ძალა. მეტიც, მას არაფერი აქვს საერთო დიპლომატიასთან. თურქეთის რესპუბლიკა აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს და ინტენსიურად თანამშრომლობს ქართულ მხარესთან საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცების მიზნით“, - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.