სამართალი
„დაახლოება“ „გაწევრიანებას“ არ ნიშნავს, განმარტა ფედერიკა მოგერინიმ

 საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ განვითარებისთვის მეტის გაკეთებაა საჭირო, – ეს განცხადება ლუქსემბურგში გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ გააკეთა.

მისივე თქმით, მინისტრებმა კიდევ ერთხელ განიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი სახელმწიფოების მიღწევები და ხაზი გაუსვეს იმ სამუშაოს, რომელიც ჯერ კიდევ შესასრულებელია.

მინისტრებთან ერთად განვიხილეთაღმოსავლეთ პარტნიორობისსაიუბილეო ღონისძიებები, რომლებიც მაისში ბრიუსელში გაიმართება. მათ შორის იქნება მინისტრების შეხვედრააღმოსავლეთ პარტნიორობისპროგრამის მონაწილე ექვსი სახელმწიფოს წარმომადგენლებთან. დღეს გადავხედეთ ყველა მიღწევას და პოზიტიურ განვითარებას, რომელსაც ადგილი აქვს პარტნიორ ქვეყნებში და ასევე ვიმსჯელეთ იმ სამუშაოზე, რომელიც ჯერ კიდევ შესასრულებელია. 4-5 წლის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ არაერთ სფეროში. მათ შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება და ადამიანებს შორის კონტაქტების განვითარება ერთ-ერთია. ასევე ვაჭრობა, ეკონომიკური ინვესტიციები. თვალსაჩინოა, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო, მათ შორის კარგი მმართველობის განვითარებისთვის, კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურებისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცებისთვის. ამას გავაკეთებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. მე ვხედავ, რომ თითოეული მათგანი ცდილობს ევროკავშირთან დაახლოებას და ჩვენ ვიზრუნებთ, რომ მათ მისწრაფებას ასეთივე ენთუზიაზმით შევხვდეთ“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა.