საზოგადოება
სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობა ძვირდება

mikroavtobusთბილისში №221, №167ა და №141 სამარშრუტო ხაზებზე მგზავრობის ფასები 50 თეთრიდან 70–დე გაიზარდა. მძღოლები ამბობენ, რომ ეს საწვავის გაძვირებას უკავშირდება.

ისინი აღნიშნავენ, რომ მათი შემოსავლის დიდი ნაწილი გრძელ სამარშრუტი ხაზებზე დახარჯულ დიდი რაოდენობით საწვავს ხმარდებოდა, მგზავრობაც 20 თეთრით ამიტომ გააძვირეს. მაგალითად, №221 მიკროავტობუსი ვაგზლის მოედნიდან ლილოს დასახლებაში მიდის, თუმცა მგზავრთა ნაკადი მანძილთან აშკარად არაპროპორციულია.

მგზავრობის საფასური იმატებს რეგიონებშიც. ეს კი განსაკუთრებით აისახა მიკროავტობუსებით გადაადგილებისას როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით. ჯერჯერობით ფასები 20 პროცენტის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ არავინ იცის, რა იქნება ხვალ და ზეგ.

სხვადასხვა სამარშრუტო ხაზის მძღოლები ერთსულოვნად უკავშირებენ ფასების ზრდას საწვავის გაძვირებას.