პოლიტიკა
რუსეთთან მეგობრობას მხარი დაუჭირა წამყვანი დასავლური ინსტიტუტის მიერ გამოკითხულ საქართველოს მოქალაქეთა ნახევარმა - საქინფორმი

 საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. გამოკითხულ საქართველოს მოქალაქეთა 44%- მიაჩნია, რომ რუსული ოკუპაციის მიუხედავად, თბილისმა კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა დაამყაროს მოსკოვთან. ამას მოწმობს სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის Transparency International – Georgia-ს დაკვეთით ჩატარდა. 24% მთლიანად ეთანხმება იმ თეზისს, რომ რუსეთის ფედერაციასთან საჭიროა კარგი ურთიერთობის შენარჩუნება, ხოლო 20% - უბრალოდ თანახმაა. ტექსტში რუსეთი მოხენიებულია, როგორც ერთმორწმუნე ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს ისტორიულად ბევრი საერთო ღირებულება აკავშირებს“.

სოციოლოგიური კვლევა Transparency International – Georgia-სათვის ჩაატარა კავკასიის კვლევითმა რესურსცენტრმა (The Caucasus Research Resource Centers, CRRC). გამოკითხვა ტარდებოდა 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე მთელი საქართველოს მასშტაბით. სულ გამოკითხული იქნა საქართველოს 2087 მოქალაქე. დასაშვები ცდომილება ±2%-ის ფარგლებშია.

Transparency International – Georgia წამყვანი დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში, რომლის აღმასრულებელი დირექტორია ეკა გიგაური და რომელსაც აფინანსებს ფონდიღია საზოგადოება - საქართველო (OSGF სოროსის ფონდის ფილიალი საქართველოში) და USAID (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო).

კავკასიის კვლევითი რესურსცენტრი (The Caucasus Research Resource Centers, CRRC) - არის 2003 წელს ნიუ-იორკში დაფუძნებული ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის წარმომადგენლობა კარნეგის ფონდის დაფინანსებით, 2013 წელს მისი წარმომადგენლობები გაიხსნა საქართველოსა და სომხეთში.

რესპონდენტების მეორე ნახევარს საწინააღმდეგო პოზიცია უკავია. 46% (მათ შორის - 30% სრულად) ეთანხმებაპოზიციას, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპანტია და თბილისს მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეს მანამდე, სანამ ქვეყნის ტერიტორიის დეოკუპაცია არ მოხდება.

სოციალური კვლევის მეორე შეკითხვაზე გამოკითხულთა უმრავლესობამ - 41%-მა - უპასუხა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ერთნაირად კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს რუსეთთან და ევროკავშირთან. ხოლო 27%- მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება პროდასავლურია. და მხოლოდ რესპონდენტთა 16%- სჯერა, რომქართული ოცნებაპრორუსულ პოლიტიკას ატარებს.