უცხოეთი
ალექსანდრე ლუკაშენკო - სააკაშვილის მსგავსად სახურავზე აძრომა რომ არ მოუწიოს, პოროშენკომ ხალხის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს

 საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, იმისთვის რომ პეტრო პოროშენკოს სააკაშვილის მსგავსად, სახურავზე აძრომა არ მოუწიოს, ყველაფერი უნდა გააკეთოს ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ეს განცხადება ლუკაშენკომ თურქულ ტელეკომპანია „ანადოლუსთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა.

ბელარუსის ლიდერმა სააკაშვილი უკრაინის არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას ახსენა. პოროშენკოს თქმით, თავის დროზე სააკაშვილმა საქართველოში არჩევნების წინ კონსტიტუცია შეცვალა და ხალხთან ხუმრობა მოინდომა, რის გამოც ქვეყნის დატოვება მოუწია.

„მე და პოროშენკოს ერთ დროს საერთო მეგობარი გვყავდა, მიხეილ სააკაშვილი. როდესაც სააკაშვილი საქართველოში არჩევნებს ატარებდა, შეცვალა კონსტიტუცია, კიდევ რაღაც და დაიწყო ხუმრობა ხალხთან. ამის გამო, საქართველოს მიტოვება და სხვა ქვეყნებში მიმალვა მოუხდა. იმისთვის, რომ პოროშენკოს სახურავზე აძრომა და იქიდან უკრაინელებისთვის მისი დაცვისკენ მოწოდება არ მოუწიოს, ყველაფერი უნდა გააკეთოს ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ.

1tv.ge