სამართალი
როდესაც ვამბობ, რომ ჩვენი რეფორმები არის ნატოს პოლიტიკასთან თანხვედრაში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს! - თავდაცვის მინისტრი

 საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. როდესაც ვსაუბრობ თავდაცვის სფეროს რეფორმების თანხვედრაზე ნატოს პოლიტიკასთან, ვგულისხმობ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შეკავებას – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დეპუტატ რომან კაკულიას, რომელმაც მინისტრს მიმართა შეკითხვით, თუ რატომ არ ილაპარაკა რუსეთზე ვრცელი გამოსვლის დროს.

დეპუტატების შეკითხვებზე პასუხები ლევან იზორიამ სწორედ ამ კითხვაზე პასუხით დაიწყო.

ჩემი გამოსვლის დროს ხაზგასმით ვთქვი, რომ ნატოს მთავარი პოლიტიკა არის შეკავების, თავდაცვის პოლიტიკა და ნატო სხვა არაფერზე არ არის მიმართული ამ პოლიტიკის ფარგლებში, თუ არა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე. შესაბამისად, როდესაც ვამბობ, რომ ყველა ჩვენი რეფორმა არის ნატოს პოლიტიკასთან თანხვედრაში, ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს და ყველაფერი, რაც კეთდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თვალსაზრისით, პირველ რიგში, გულისხმობს ამ საფრთხეების შეკავებას და თავდაცვას“, – განცხადა ლევან იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში მოხსენებით გამოვიდა.