აქტუალური
რუსეთი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა დარწმუნდნენ, რომ ნატოს აქტიურობა საქართველოში მათ წინააღმდეგ არ არის მიმართული! - კარასინი

 საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ნატოს სამხედრო აქტივობის გაზრდა საქართველოს კავკასიაში დაძაბულობის ერთგვარ პლაცდარმად აქცევს. ამის შესახებ მან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 47-ე რაუნდის შემდეგ განაცხადა.

განვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება. როგორც ყოველთვის, მოსაზრებები გაიყო. ჩვენი აზრით, ნატოს სამხედრო აქტივობის გაზრდა საქართველოს კავკასიაში დაძაბულობის ერთგვარ პლაცდარმად აქცევს. ამ პროცესს აქტიურად ვადევნებთ თვალს.

ჩვენც, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც, როგორც საქართველოს მეზობლები, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ჩვენ წინააღმდეგ არ არის მიმართული. ამაზე მხოლოდ საუბარი საკმარისი არ არის, საჭიროა დიალოგი ნატოსა და რუსეთს შორის, რუსეთსა და საქართველოს შორის. სხვადასხვა საკითხს განვიხილავთ ხოლმე, ტექნიკურს, ჰუმანიტარულს, თუმცა ეს საკმარისი არ არის“, – განაცხადა კარასინმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებებისას მხარეებმა რეგიონზე შეფასებები გაცვალეს.

ბუნებრივია, თქვენს წარმომადგენლებს სხვა შეხედულებები აქვთ. სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, რომელიც რუსეთის ფედერაციისა და მისი მოკავშირეებისაფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებს უახლოვდება, იწვევს ჩვენს შეშფოთებას. ეს სამხედრო ბლოკი, რომელიც საომრად არის განწყობილი, ფართოვდება და უახლოვდება ჩვენს საზღვრებს. ჩვენ გვაქვს უფლება, გამოვთქვათ ჩვენი შეშფოთება და საჭიროების შემთხვევაში მივიღოთ ადეკვატური ზომები რეაგირებისთვის. როგორი შეიძლება იყოს ეს ზომები, ამას სიტუაცია აჩვენებს“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.